გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღები 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული დედოფლისწყაროში, კახეთში, საიდანაც იწარმოება “სვანიძის ზეთისხილის” ზეთი Extra Virgin და ზეთისხილის მარინადები.
ბაღში მიმდინარეობს აქტიური საგაზაფხულო სამუშაოები და მასთან ერთად დაწყებულია ახალი ბაღების გაშენებაც, რომელიც წელს 100 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს - 2024 წელს, კომპანია ახალ სეზონს შეხვდა ინოვაციური ჩამრგველი აგრეგატით, რომელიც რამდენჯერმე ამცირებს ჩარგვის ვადებს. აგრეგატი მიერთებულია ციფრულ ტექნიკაზე და მუშაობს მხოლოდ GPS სიგნალით, რომელიც მინიმალური ცდომილებით ახორციელებს ნერგების დარგვას. აგრეგატს შეუძლია დღეში 8-10 ჰექტრამდე ბაღის გაშენება, რომელიც 5-6 ათას ნერგს მოიცავს ამ ფართობზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) 2019 წლიდან, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო პრეზიდენტის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. „სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ 26 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. ეს დღე ბუნებრივია გუშინ საქართველოშიც აღნიშნეს. ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წელს შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. მისმა აქტიურობამ ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ 2019-2021 წლებში გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტად ორგზის აირჩიეს. სწორედ საბჭოს პრეზიდენტობის დროს დაამკვიდრა მან "ზეთისხილის მსოფლიო დღე~. დღეს ბატონი გიორგი სვანიძე საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. მადრიდში იმყოფებოდა ბატონი გიორგი სვანიძე, რომელიც საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.
გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში: აგროჰაბი, კარფური, ფრესკოსა და სმარტში. გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.
როგორია საქართველოში ზეთისხილის კულტურა, რამდენად სასარგებლოა მათი პროდუქცია, რა გეგმები აქვთ, ამ და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება ბიზნესმენი გიორგი სვანიძე:
_მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღეს მივულოცავ ყველა ზეთისხილის მწარმოებელს. როდესაც საქართველო იყო ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე, სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს იუნესკოსთან შეთანხმებით დაარსდა "მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის დღე~ და ძალიან მოხარულები ვართ. გუშინ ჩამოვფრინდი მადრიდიდან. გაეროს ორგანიზაციაში, რომელშიც 48 ქვეყანა შედის, ყველამ ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. გიორგობას, 23 ნოემბერს მოეწერა ხელი გადაწყვეტილებას, რომ დაწესებულიყო ზეთისხილის საერთაშორისო დღე. ძალიან მნიშვნელოვანი დარგია და შეხვედრაზე ზეთისხილის დეფიციტის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო. თქვენ იცით, რომ ზეთისხილის ფასმა ორჯერ მოიმატა ბაზარზე, რადგან კლიმატის ცვლილებების გამო მოსავალი შემცირდა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ დამატებით 100 მილიონამდე ხე დაირგოს მსოფლიო მასშტაბით, რათა პროდუქცია უფრო მეტი იყოს ბაზარზე. მოთხოვნა გაიზარდა ზეთისხილის, რადგან ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამაზე ინფორმაცია ვფიქრობ აქვთ კიდევაც მოქალაქეებს. აუცილებელია ამ პროდუქციის მოსავლის კიდევ მეტად გაზრდა, ამიტომ მეტი პლანტაციები უნდა გაშენდეს, რომ მეტი მოსავალი მიიღოს მსოფლიომ. მსოფლიოში და საქართველოში არის სხვადასხვა ჯიშები ზეთისხილის და მაქსიმალურად შევეცდებით საქართველოში ამ ბიზნესის კიდევ მეტად განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფასები ძალიან გაიზარდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ საქართველოში იგივე ფასი დავიჭიროთ და არ გავაძვიროთ ჩვენი პროდუქცია. რომ ნახოთ სვანიძის ზეთი სუპერმარკეტებში, ნახავთ რომ ფასი არის რეგულირებული.
_ ბატონო გიორგი, თქვენ ხართ ნოვატორი ამ ბიზნესში, თქვენ დაიწყეთ პირველად ზეთისხილის დარგვა საქართველოში, როგორ გაჩნდა ეს იდეა და რამდენად ხართ კმაყოფილი მიღწეული შედეგით?
_ საქართველში სულ ამბობდნენ, რომ ზეთისხილი გაიხარებდა. ჩემი ვაჟი მაშინ სწავლობდა, ისრაელის ელჩი, იტალიის კონსული, პირად შეხვედრების დროს სულ მეუბნებოდნენ, რომ ზეთისხილი გაიხარებდა. მეც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ჩვენს უწმინდესთან, ილია მეორესთან შეხვედრამ გადაწყვიტა. ჩვენს პატრიარქს ვეწვიე და მან თავის ბაღში მაჩვენა ზეთისხილის ხე, რომელსაც 2 ცალი ზეთისხილი ესხა. პატრიარქმა მაშინ მითხრა, ეს ზეთისხილი გაიხარებსო და სწორედ პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ეს გაგვეკეთებინა. მართლა საოცარია ძალა აქვს მის კურთხევას, რომ არა მისი კურთხევა, როგორ მოვხვდებოდით 10 წელიწადში საქართველო მსოფლიოს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოში, უფრო მეტიც, ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი გავხდი და ნამდვილად ეს უწმინდესის კურთხევამ მოიტანა.
_ პირველი ნერგები რომელ წლებში დარგეთ?
_ სულ თავიდან ამაზე ფიქრი დავიწყეთ 2007-2008 წლებში, შემდგომ თურქეთიდან შემოვიტანეთ ნერგები. ბევრს ჰქონდა სურვილი საქართველოშიც ზეთისხილის დარგი განვითარებულიყო, მაგრამ სანამ პატრიაქის კურთხევა არ მივიღეთ ამ კონკრეტულ საკითხზე, მანამდე ეს დარგი არ განვითარდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს სწორი რჩევისთვის, კურთხევისთვის და დღეს ეს დარგი არამარტო შემოვიდა და ვითარდება საქართველოში, დარწმუნებული ვარ მალე ზეთისხილის ზეთი თხილსაც, ნუშსაც, კაკალსაც და ვაზსაც დაეწევა და გაუთანაბრდება მისი მასშტაბებით და იქ დასაქმებული ადამიანებით.
_ პირველი პლანტაცია სად გქონდათ?
_ პირველი ნერგები კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ მაშნაარში, ჩემთან სოფელში დავრგე. მაშინ 8 ჰექტარზე გავაშენეთ, ჩემს ეზოში და სოფლის თავში. მშრალი კლიმატი შეირჩა და ძალიან მოუხდა კახეთის კლიმატი, 5 წელიწადში გვქონდა პირველი მოსავალი და მას შემდეგ ვვითარდებით და ვაშენებთ ახალ-ახალ ბაღებს.
_სხვა ფერმერები თუ შემოგიერთნენ და რამდენად არის დაინტერესება, რომ სხვებმაც განავითარონ ეს ბიზნესი?
_ ბედნიერესი კაცი ვარ. დილიდან, 6 საათიდან იწყება ჩვენს ქარხანაში ზეთისხილის ჩაბარება. როგორც ყურძნის ჩაბარება ხდება, აქაც ასე მოდიან და გვაბარებენ. ზოგი 700 კილოგრამს, ზოგი 5 ტონას, ზოგი 12 ტონას და ა.შ. რაც მთავარია ხალხმა შეიყვარა ეს კულტურა და ძალიან გვიხარია. ყველანი გახარებულები ვართ. ისეთი კულტურაა შვილთა შვილები კი არა, მათი მრავალი თაობებიც მოიმკიან ამ დარგულ ნერგზე მოსავალს.
_ იქნებ უთხრათ ჩვენს მკითხველს, რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი წარმოებული პროდუქცია?
_ ქართული ზეთისხილი განსაკუთრებულია და დღეს განსაკუთრებით გამოირჩევა სვანაძის ზეთისხილი და ზეთი. 100%-ით ნატურალურია. გვიხარია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ზეთად აღიარეს და 4 ქვეყანას შორის არის საქართველო. ისეთ ქვეყნებს შორის მოვხვდით, როგორიც არის იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ზეთისხილის ხე უამრავი წელი ხარობს, წარმოიდგინეთ რა ჯანმრთელი გენეტიკაა შიგნით. ვინც ზეთისხილის ზეთს მოიხმარს, ის დაცულია ინფაქტისგან, ინსულტისგან, ქოლესტერინისგან, ძალიან აწესრიგებს კუჭნაწლავს. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. თითქმის ყველა ვიტამინია მასში და ყველას ვურჩევ მაქსიმალურად გამოიყენონ. ხშირად საუბრობენ იმასაც, რომ მხოლოდ სალათებზე უნდა მოასხან ეს ზეთი, ეს არ არის სწორი. ეს მდგრადი ზეთია. მისგან ყველაფერი შეიძლება დამზადებს. შეგიძლიათ შეწვათ, დაამზადოთ რაც გინდათ. სალათებზე მოასხათ და ისე მიირთვათ. ყველაფრისთვის იდეალურია. ალბათ დიეტოლოგების რჩევაც მოგისმენიათ, ისინი გვირჩევენ, სადღესასწაულო სუფრაზე ნოყიერი და გემრიელი საჭმლის ჭამის დაწყებამდე შევჭამოთ რამდენიმე ცალი ზეთისხილი, რადგან ეს ნაყოფი აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და ხელს უწყობს წონაში დაკლებასაც.
ზეთისხილი და მისი ზეთი არა მარტო დელიკატესია, არამედ ბევრი დაავადების სამკურნალო საშუალებაც. მაგალითად, კურკიან ზეთისხილს აქვს ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, სასარგებლოა ასთმის დროს. რეგულარულად ზეთისხილის ნაყოფის ან მისი ზეთის მიღება ამცირებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. ზეთისხილის ზეთი (ცივი გამოხდის) მდიდარია ვიტამინებით და მინერალური მარილებით - კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორითა და უჯერო ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც სიცხეში ქოლესტერინის კონცენტრაციას ამცირებენ. ზეთისხილის ზეთი აფერხებს თრომბის წარმოქმნას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოდევნას. ეს ბუნებრივი საშუალება ხსნის თირკმლებისა და ღვიძლის ჭვალს.
იმისათვის, რომ მივიღოთ 100%-ით ნატურალური, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ზეთისხილი გადის დამუშავების რამდენიმე ეტაპს - დახარისხებას, დაკალიბრებას, მისი გადამუშავება ხდება ცივი გამოხდის მეთოდით სპეციალურ ტემპერატურაზე, რაც უზრუნველყოფს გემოვნური და სასარგებლო თვისებების შენარჩუნებას.
- თქვენ გაქვთ ასევე სხვადასხვა დანამატებითაც ზეთები?
_ დიახ, ჩვენ ვუკეთებთ დანამატებსაც. კოწახური, წიწაკა ემატება და სხვადასხვა არომატებს ვამატებთ. ამ არომატებით რომ წავიღეთ ჩვენი პროდუქცია მადრიდში, ძალიან აღფრთოვანელები დარჩნენ. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ მიიღონ ეს ჯანმრთელი პროდუქტი. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი პროდუქციის დაგემოვნებისთანავე გაგვიჩნდა მომხმარებლები და როცა სუპერმარკეტებში შედიოდნენ, კითხულობდნენ სად შევიძინოთ სვანიძის ზეთიო. ხალხმა მონათლა ასე, სვანიძის ზეთი მათი შერქმეული სახელია. მერე მენეჯერებმა მოგვცეს რჩევა, ხალხი თითქმის სულ თქვენს ზეთს კითხულობს და მოდით, პირდაპირ დააწერეთ სვანიძის ზეთიო. ჩვენც ასე დავაწერეთ. ერთხელ ვინც გასინჯავს ჩვენს ზეთს, მერე სხვა ზეთს არც გასინჯავს. როგორც კარგ ღვინოს რომ დალევს ადამიანი და მერე სხვას არ მიეკარება, ასეა ესეც, ვინც იცის ჩვენი ზეთი, იცის მისი შემადგენლობაც და რომ ის ძალიან კარგია.
- თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ
_ გვინდა მაქსიმალურად გავზარდოთ წარმოება. დავრგოთ უფრო მეტი ნერგი და მაქსიმალურად გავუწიოთ ამ პროდუქციას პოპულარიზაცია, რომ სხვებმაც მეტი ნერგი დარგონ. ადრე სკეპტიკურად უყურებდნენ. ხალხმა შედეგი რომ ნახა, ახლა უკვე აიტაცა ეს ბიზნესი და ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად განვითარდეს. ჩვენ ასეთ მოკლე დროში მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო ავიყვანეთ მსოფლიო ასპარეზზე და დღეს ყველა იცნობს საქართველოს, როგორც ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანას. ჩვენ ქარხანა გვაქვს კახეთში და როგორც ზემოთ აღვნიშნე, მხოლოდ ცივი დაწურვის წარმოება ხდება ჩვენთან. ასევე მზადდება მარინადები, შავი ზეთისხილი, მწვანე ზეთისხილი. ცივი დაწურვის ზეთი უნიკალურია. მარკეტებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია დღეს მისი შეძენა.
დარწმუნებული ვარ ვინც ერთხელ გასინჯავს ამ პროდუქტს, აუცილებლად იქნება ამის მომხმარებელი. ვაპირებთ ასევე ქარხნის გაძლიერებას, დამატებითი პროდუქციების გამოშვებას, სხვადასხვა სახის ხელის კრემების, საპონის და ა.შ. დიდი გეგმები გვაქვს და კიდევ მეტ ახალ პროდუქციას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს (IOC) ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ზეთისხილის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს. ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
„ზეთისხილი არის კულტურა, რომელსაც ქვეყანაში ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს მეხილეობის დარგის განვითარებას. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, უკვე 15 000 ფართობზე მეტი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ, მათ შორის არის ზეთისხილის პლანტაციებიც. ვგეგმავთ, საქართველოში შევქმნათ ზეთისხილის სანერგე მეურნეობა იმისათვის, რომ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება დავაჩქაროთ და ადგილობრივად წარმოებული ზეთისხილის ნერგები გამოვიყენოთ. ამასთანავე, სახელმწიფო ლაბორატორიაში მოხდება უკვე წარმოებული პროდუქტის ხარისხის კონტროლი. სახელმწიფო მზად არის, თანადაფინანსებით ხელი შეუწყოს დამატებითი საწარმოების შექმნას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს; განიხილეს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და გარემო პირობებთან დაკავშირებული საკითხები. ზეთისხილის მსოფლიო დღე საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიის და მრჩეველთა საბჭოს რიგით 57-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკო-ს ეგიდითა და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა, რომელიც საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ დაამკვიდრა.
22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს გიორგი სვანიძე, რომელიც ღონისძიებას დაესწრო, სიტყვით წარდგა და გააცნო საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები.
გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) 2019 წლიდან, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 46 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 94%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. „სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.
გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა, რომელიც საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ დაამკვიდრა.
22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს გიორგი სვანიძე, რომელიც ღონისძიებას დაესწრო, სიტყვით წარდგა და გააცნო საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები.
გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) 2019 წლიდან, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 46 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 94%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. „სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.
გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.
როგორც "სვანიძის ზეთისხილის" დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" განაცხადა, ბაზარზე ზეთისხილის დეფიციტის გამო, ფასი გაორმაგებულია და ბოლო ორი წლის განმავლობაში 3-3,5 დოლარიდან 7 დოლარამდე გაიზარდა.
მისივე ცნობით, თურქეთი ერთ-ერთი ბაზარია, რომელიც მსოფლიოს ზეთისხილით ამარაგებს და ჯამში 20%-მდე დაფარვა აქვს. თუმცა, სვანიძის მტკიცებით, ქვეყანა ვერ შეძლებს მსოფლიოს სრულად მომარაგებას და დეფიციტის აღმოფხვრას.
"ვფიქრობ, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ ფასების 20-25%-იან მატებას კვლავ უნდა ველოდოთ. თუმცა ვვარაუდობ, რომ მომავალ წელსა და შემდგომ პერიოდებში სიტუაცია გამოსწორდება,“- აცხადებს სვანიძე.
რაც შეეხება ქართული ზეთისხილის სექტორს, მისი თქმით, კომპანიაში ზეთისხილის მოცულობები ყოველწლიურად იზრდება. მიმდინარე წელს, კომპანიამ "სვანიძის ზეთისხილი" 300 ჰა ზეთისხილის პლანტაციები გააშენა.
სვანაძე ვარაუდობს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში შიდა ბაზარზე, იმპორტირებული ზეთისხილის 70-80%-ის ქართული ზეთისხილით ჩანაცვლდება.
ცნობისთვის, ევროპაში ზეითუნის ზეთის დეფიციტია. პროდუქტის მარაგები იწურება. მიზეზად უკვე მეორე წელია გვალვისა და უცნაური სეტყვის გამო ცუდი მოსავალი სახელდება. მსოფლიოს ნახევარზე მეტს ისტორიულად ესპანეთი ამარაგებდა, თუმცა, ახლა მწარმოებლებმა იმპორტისთვის სამხრეთ ამერიკას მიმართეს. ამის პარალელურად თურქეთი აცხადებს, რომ მას შეუძლია ევროპის დეფიციტის აღმოფხვრა, თუმცა ამისთვის პირველ რიგში შეზღუდვები უნდა მოიხსნას.
ევროპაში ზეთისხილის დეფიციტია, - შესაბამის ინფორმაციას The guardian აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი კლიმატური პირობებია. მათი ინფორმაციით, ბიზნესები იძულებული არიან ზეთისხილი სამხრეთ ამერიკიდან შემოიტანონ. ამასთან, არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე წელს მოსავალი 2.4 მილიონი ტონით შემცირდება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა გასულ წელთან მიმართებით და ის საგრძნობლად ჩამოუვარდება მსოფლიოში გაზრდილ მოთხოვნას.
როგორც კომპანია “სვანიძის ზეთისხილის” დამფუძნებელი და ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე აცხადებს, საქართველოს მოსავალს წელს საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში მოსავლის ოდენობა დამაკმაყოფილებელი იქნება. მისი თქმით, წელს ფერმერებისგან 200 ტონა ზეთისხილზე მეტი მოცულობის მოსავლის ჩაბარება მოხდება.
“ჩვენ პლანტაციების გაშენება დავიწყეთ 2009-ში. ამის შემდეგ ხეები იზრდება, ბოლო წლებში უფრო მასშტაბურად ვაშენებთ პლანტაციებს, მოსავალი ყოველწლიურად მზარდია. ვფიქრობ, რომ მომავალ წლებში მსხმოიარობა გაიზრდება და უფრო მასშტაბურ მოსავალზე გავალთ. საერთო ჯამში წელს გლეხებისგან და ფერმერებისგან ველოდებით 200 ტონაზე მეტ მოსავალს. ბაღებში არსებული მოსავალი ნორმალურია“,- ამბობს გიორგი სვანიძე.
რაც შეეხება ფასებს, ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ძირითადი ნაწილი ფასების მნიშვნელოვან მატებას აანონსებს. გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება და ადგილობრივ ბაზარზე ფასების შენარჩუნება მოხდება. მისი თქმით, წელს ზეთისხილის ჩასაბარებელი ფასი 1.5-2 ლარი იქნება.
“შარშან მსოფლიო ბაზარზე ზეთის ხილზე ფასი 35%-ით იყო გაზრდილი. წელსაც სავარაუდოდ 30-35%-იანი ზრდა იქნება. ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ზეთის ხილის მოსავალი 5-10 წლის წინანდელთან შედარებით შემცირებული ოდენობებით მოვიდა. გვალვა და არამდგრადი ამინდი ძალიან ხელს უშლის ზეთის ხილის მოსავალს. მე ვფიქრობ, საქართველო და ჩვენი ტერიტორიები სახარბიელო ხდება ზეთის ხილის კულტურის გაშენებისთვის. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ იგივე ფასი საქართველოს ბაზარზე და ზეთის ხილის ფასმა არ მოიმატოს, თუმცა საექსპორტო ფასები სავარაუდოდ მსოფლიო ბაზარზე რა ფასებიც არის ის იქნება. წელს კილოგრამ ზეთისხილს 1.5 ლარად ჩავიბარებთ, გააჩნია ზეთისხილის ხარისხს. შესაძლოა ჩასაბარებელი ფასი 1.8 ლარი იყოს. თუმცა საშუალო ფასი 1.5-2 ლარამდე იქნება“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.
გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საქართველოს მისამართი ზეთისხილის ბაღების გაშენებისა და გადამმუშავებელი ქარხნების აშენების მიმართულებით ინვესტორების მხრიდან დაინტერესება დიდია. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ზეთისხილის ბიზნესის წამოწყებაზე 3-4 ქვეყნიდან არის ინტერესი.
„თამამად შეგიძლია ვთქვათ, რომ ზეთისხილის ინდუსტრიამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი აქაც და მსოფლიოშიც“,- ამის შესახებ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა.
„პირველად ჩამოვიტანეთ ნერგი, გავაკეთეთ პლანტაციები, შემდგომ უკვე, როდესაც მივიღეთ მოსავალი, გავაკეთეთ გადასამუშავებელი ქარხანა, დღეს უკვე გავაკეთეთ სანერგე, პარალელურად, მივიღეთ მსოფლიოს საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლითაც ნებისმიერ ქვეყანაში, დღეს ქართულ ზეთისხილს შეუძლია დააკაკუნოს და გავიდეს ექსპორტზე, საკმაოდ მაღალ ფასში.
ეს ციკლი რომ შეიქმნა, ამუშავდა უკვე მთლიანად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზეთისხილის ინდუსტრიამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი აქაც და მსოფლიოშიც. წარმოიდგინეთ, ის ქვეყნები, რომლებიც არ წარმოებენ ზეთის ხილს და არიან იმპორტიორები (300 ქვეყნიდან, 47 აწარმოებს მხოლოდ), როდესაც ქართულ ზეთისხილს ახსენებენ, ყველა ყურებს ცქვეტს და კითხულობს, ეს ის მაგარი ზეთის ხილია? მაგარი ხარისხია“,- განაცხადა გიორგი სვანიძემ
„საქართველოში გაიხსნება პირველი სანერგე, რომელსაც ზეთისხილი გამოჰყავს კალმით და დამყნობით. მე უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ წელს ვაწარმოებთ, ნახევარ მილიონ ნერგს, მომავალი 2 წლის განმავლობაში - 1 მილიონს. აღარ დაგვჭირდება საზღვარგარეთიდან იმპორტი ნერგების. თან, ეს ნერგი, საქართველოში გამოყვანილი, გაცილებით ძლიერი, ამ კლიმატს შეჩვეულია. მეტიც, ზოგ ნერგს თავიდანვე ვსტრესავთ, რომ უფრო ძლიერი გაიზარდოს და ნაკლები მორწყვა დასჭირდეს. მომავალი 5 წლის განმავლობაში რომ ვაწარმოოთ სადღაც 3-4 მლნ ნერგი და შემდგომი 10 წლის განმავლობაში 7-8 მილიონი, დედოფლისწყაროს, სიღნაღის რაიონს, კახეთს ძირითადად, გადავაქცევთ პატარა ანდალუსიად, სადაც დღეს ბევრი ადგილი მოშიშვლებულია, მაგრამ ის ნერგი, რომელზეც ჩვენ დღეს ვმუშაობთ, მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ზეთისხილი. შემდგე უკვე, ეს პროდუქცია, მომავალი 5 წლის განმავლობაში, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ქართული ნატურალური მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთით ჩავანაცვლოთ ის იმპორტირებული, რომელიც დღეს ნამდვილად არ ვიცით რომელი ქვეყნიდან შემოდის და რა ხარისხის“,- განაცხადა გიორგი სვანიძემ.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის ხარისხი საკმაოდ მაღალია.
როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.
2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში “სვანიძის ზეთისხილი“ -ს გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.
ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
კომპანიამ “სვანიძის ზეთისხილი“ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.
„მადრიდში რამდენიმე დღის წინ გამართულ ზეთისხილის საერთაშორისო სამიტზე წარმოდგენილი 47 ქვეყნიდან, საქართველოში წარმოებულმა ზეთისხილის ზეთმა საუკეთესოთა შორის დაიკავა ადგილი.
ზეითუნის ზეთის Extra Virgin კატეგორიაში საქართველოში წარმოებულმა ზეთმა ძალიან მაღალი შეფასება მიიღო და მაშინვე პრემიუმ კატეგორიაში მოხვდა. როდესაც ზეთისხილის მწარმოებელ 3 საუკეთესო ქვეყანას ასახელებენ - იტალიას, ესპანეთს, საბერძნეთს, მათთან ერთად მოიხსენიება საქართველო. ეს კი იმას გვაძლევს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქსელში, როდესაც ზეითუნის მომხმარებელი ნებისმიერი სხვა ქვეყანა როცა გაიგებს რომ ქართული ბრენდის ზეითუნის ზეთია, მას, როგორც პრემიუმ კლასის პროდუქტს, ისე ხვდება და შესაბამის ფასს იხდიან. ამისთვის 10 წელი დაგვჭირდა და ეს დიდი წარმატებაა“, - განაცხადა სვანიძემ.
ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველო „ზეთისხილის მსოფლიო საბჭოს“ წევრი 2020 წელს გახდა, და შემდეგ პრეზიდენტობა ჩაიბარა. ორგანიზაციის წევრობა და ასეთი აღიარება კი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან სასარგებლოა.
„60 წლის განმავლობაში გაეროს და ესპანეთის მიერ იყო დაარსებული ეს საბჭო, არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტობის ვადა მეორე ვადით გაეგრძელებინოთ. ახლა კიდევ საუბრობენ, რომ საქართველო კიდევ გააგრძელებს კერძო სექტორის მართვას. ჩვენი ორგანიზაცია მსოფლიო ქსელური ზეთისხილის ვაჭრობის 74% აკონტროლებს და მსოფლიო მოსავლიანობის 97%-ს მართავს. ამ ორგანიზაციაში პრემიუმ კლასში რომ ხვდები, ძალიან დიდი მიღწევაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეკონომიკისთვის. საქართველო იტალიის და ესპანეთის შემდეგ მსოფლიოში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილება. ამ პრემიუმ კლასმა, ჩვენმა ჰაერმა, მიწამ, ჩვენმა შრომამ ისეთი საფუძველი მისცა დანარჩენ ინვესტორებს, რომ საქართველოში ჩამოსვლით და წარმოებით ინტერესდებიან“, - განაცხადა სვანიძემ.
მან აღნიშნა, რომ თუ მის პრეზიდენტობამდე ორგანიზაციაში ახალი ქვეყნის დამატებაზე მუშაობა 3-4 წელი გრძელდებოდა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ზეთისხილი მსოფლიო საბჭოში 3-4 ქვეყანა გაერთიანდა, რაც დიდი მიღწევაა.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის გიორგი სვანიძის შეფასებით, მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია – ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ, ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები.
“წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთმა ძალიან მაღალი ხარისხი აჩვენა. მსოფლიო ბაზარზე საუკეთესოდ ითვლება სიცილიის ზეთი. ფაქტობრივად, რომელიც ყველა ნორმატივებით დაემთხვა ქართული ზეითუნის ზეთს.
სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოში ამ ზეთის წარმოებით. ასევე, გვაძლევს საშუალებას, უფრო მარტივად გავიდეთ მსოფლიო ბაზარზე. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით, იყო ზეითუნის ზეთი, შემდეგ ზეთისხილი, ახლა საპონი. ვფიქრობ, ეს რაოდენობა გაიზრდება. ამ ეტაპზე სამომავლო გაზრდაზე ვმუშაობთ” – განაცხადა “აიპრესთან” გიორგი სვანიძემ.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ რაც უფრო მეტი პლანტაცია გაშენდება და მეტი მოსავალი იქნება, საექსპორტო ბაზრისთვისაც უფრო მეტი პროდუქცია გაჩნდება და ქართული ზეთისხილით ისეთი დიდი ქსელების მომარაგება მოხდება, როგორიცაა კარფური და სხვა.
„წელს ზეთისხილისთვის ძალიან კარგი ამინდი იყო. დაახლოებით 2,5-ჯერ მეტი ზეთისხილი მოვიდა, ზუსტი რაოდენობის თქმას მარტის ბოლოს შევძლებთ. გაზრდილია ზეთისხილის პლანტაციების რაოდენობაც. ზეთისხილის რთველის მიმდინარეობისას, დილით ექვს საათზე ვხსნიდით ქარხანას და ფერმერების რიგები იდგა პროდუქტის ჩაბარებაზე. გვიხარია, რომ ხალხმა უკვე აქტიურად დაიწყო ზეთისხილის დარგვა. უკვე დიდმა კომპანიებმაც გამოხატეს სურვილი ამ კულტურის გაშენებასთან დაკავშირებით. რამდენიმე ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ, მაგალითად KTW-სთან, სადაც ასობით ჰექტარი ზეთისხილის დარგვაზე ვსაუბრობთ, ასევე "საპარტნიორო ფონდთან". ჩვენც, რა თქმა უნდა, ნარგავი ფართობების მოცულობას ყოველწლიურად ვზრდით,“ - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.
მისივე განმარტებით, ზეთისხილის კულტურამ კახეთის გარდა, სხვა რეგიონებშიც გაამართლა. გიორგი სვანიძე ფერმერებს ამ კულტურით დაინტერესებას ურჩევს.
„წარმოიდგინეთ, ეს ათასწლიანი კულტურაა. საუკუნეების განმავლობაში ზეთისხილს მოსავალი მოაქვს. ზეთისხილის გაშენება ისეთი საქმეა, რომელიც შთამომავლობას გამოადგება. დღეს დიდ ქსელებთან საუბარი გვიჭირს, რადგან პროდუქცია არ გვყოფნის. რაც მეტი პლანტაცია გაშენდება მით მეტი პროდუქცია გვექნება. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა რეგიონში მოყვანილი ზეთისხილის გემო სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ტარიბანაში, სიღნაღსა თუ ბაღდადში მოყვანილ ზეთისხილს ერთმანეთისგან განსხვავებული გემოვნური თვისებები აქვს,“ - განმარტა გიორგი სვანიძემ.
სვანიძე ამბობს, რომ "სვანიძის ზეთისხილის" კომპანიისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება, თუმცა რადგან მოთხოვნა მზარდია და ამ კულტურის მიმართ ინტერესიც მკვეთრად გაზრდილია, საზღვარგარეთ პირველი პარტიის გატანა შემოდგომისთვის იგეგმება.
როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და მან ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.
2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში "სვანიძის ზეთისხილის" გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.
ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
ცნობისათვის, ქართული ზეთისხილის კულტურის აღორძინებაზე ზრუნვა მისი უწმინდესობის, პატრიარქის და ქართული დიასპორის თანადგომით დაიწყო. ამ უნიკალურ პროექტში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.
საქათველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება აქტიურად 2009 წელს დაიწყო, უკვე რამდენიმე წელია წარმოებაც მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პირველი კი, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა, განავითარა, პოპულარიზაცია გაუწია და საქართველო დააფიქსირა ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანათა რუკაზე, ბიზნესმენი გირგი სვანიძეა. დღეს გიორგი სვანიძე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტია.
„ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აბდელატიფ გედირამ საბჭოს პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს გაწეული საქმიანობისთვის, საბჭოს განვითარებისა და უფრო ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისთვის მადლობა გადაუხადა.
გედირამ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი სვანიძის დახმარებით, გასულ წელს საბჭო ღირსეულად გაუმკლავდა COVID19 ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას. სწორედ ამიტომ „ზეთისხილის სართაშორისო საბჭოს 60-წლიანი ისტორიის მანძლზე, წელს პირველად მიიღეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - გიორგი სვანიძე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით იქნა არჩეული.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2021 წელს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს„ მე-60-ე საიუბილეო სესია საქართველოში გაიმართება.
ეს წარმატება კი მთლიანად გიორგი სვანიძის თავჯდომარეობის დროს მიღწეულ შედეგებს და ქართველი ბიზნესმენის ახლებულ ხედვებს უკავშირდება - ,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ’’ გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობისას გაფართოების მანამდე არნახულ მასშტაბებს მიაღწია, საბჭოში 7 ახალი ქვეყნა გაწევრიანდა, მათ შორის აღმოსავლეთის ისეთი დიდი ქვეყნები როგორიც უზბეკეთი და აზერბაიჯანია.
"ზეთისხილის საერაშორისო საბჭო’’ 60 წლის წინ ესპანეთის სამეფო ოჯახმა დააფუძნა. საბჭოში მსოფლიოს ის უმსხვილესი ქვეყნებია გაერთიანებული, რომლებსაც ზეთისხილის კულტურის მოყვანისა და წარმოების უდიდესი ტრადიციები და მოცულობები გააჩნია, მაგალითად ესპანეთი, იტალია, მაროკო და საბერძნეთი. ,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო’’ მსოფლიოს ზეთისხილის ბიზნესის 97%-ს აკონტროლებს, ეს ორგანიზაცია გასცემს მსოფლიო ბაზარზე ზეთისხილის წარმოებისა და რეალიზაციისთვის აუცილებელ სერტიფიკატებს, ასევე ის ახორცილებს მსოფლიოში ზეთისხილის ტრეიდინგის 74%-ს.
საქართველოსთვის ამ საბჭოს უკვე ზედიზედ მეორე წელს თავჯდომარეობა ახალი პერსპექტივების და ქვეყანის სოფლის მეურნეობაში ახალი კულტურის აღორძინების წინაპირობაა. ქვეყანას ეძლევა უნიკალური შანსი მსოფლიოში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ გახდეს ზეთისხილის წარმოების მესამე ჰაბი და აღმოსავლეთ-აზიის ქვეყნები მოამარაგოს ქართული და ევროპული ზეთისხილით. რაც შეეხება ქვეყნის შეგნით პერსპექტივებს - ზეთისხილის მოყვანა და ზეთის წარმოება გაუთანაბრდება ღვინის, ყურძნისა და თხილის მიმართულებების მოცულობებს, რაც ავტომატურად ნიშნავს გაზრდილ სამუშაო ადგილებს და დასაქმებულ ადამიანებს, ექსპორტისა და ინვესტიციების გაზრდას.
საქართველოს, როგორც მზეთისხილის წარმოების მსოფლიო ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ 10 წლის წინ ,,სვანიძის ზეთისხლის’’ კომპანია დააფუძნა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, კახეთში, ზეთისხილის პლანტაციები 100 ჰექტარ მიწაზე გააშენა. როგორც აღმოჩნდა, ქართული ზეთისხილი ქართულ მიწაზე განსაკუთრებულად ხარობს და ხარისხით ის სხვა ქვეყნებში წარმოებულ ზეთისხილს სხვადასხვა პარამეტრებით სჯობს. სწორედ ამ ფაქტმა დააინტერესა ,,ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო’’ და ქართულ ზეთისხილს მსოფლიო ბაზარზე ხარისხის უმაღლესი კატეგორიის დამადასტურებელი სერთიფიკატის მინიჭებით მწვანე შუქი აუნთო, რის შემდეგაც, კომპანიამ ქართული ზეთისხილის ექსპორტი დაიწყო. საქართველოში კი ზეთისხილის 100% -იანი იმპორტის წილი, 25%-ით ქართული ზეთისხილით ჩანაცვლდა.
,,ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, ძალიან დიდი პატივია მეორე წლით იმ ორგანიზაციის თავჯდომარეობა, რომელიც ესპანეთის სამეფო ოჯახმა დააფუძნა და რომელიც მსოფლიოში ზეთისხილის მოყვანისა და ტრეიდინგის ამინდს ქმნის. ამასთან, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩემი თავჯდომარეობის პერიოდს, 2021 წელს, დაემთხვევა საბჭოს 60 წლის იუბილე. რადგან საქართველოა ამ წელს თავჯდომარე ქვეყანაა, იუბილეც სწორედ საქართველოში ჩატარდება. სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება ასამბლეა და საქართველოში 50 ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი ჩამოვა, ისინი გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ზეთისხილის წარმოების პერსპექტივებს, რაც მომავალში, საქართველოში სოლიდური ინვესტიციების მოზიდვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა იქნება’’ - ამბობს გიორგი სვანიძე, რომლის დაფუძნებულ კომპანია ,,ქართულ ზეთისხილში’’ 300 -ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ პანდემიისა და შეზღუდვების ფონზეც კი 100 ჰექტარზე გაშენებულ ზეთისხილის ბაღებს უვლიან.
გიორგი სვანიძე მხოლოდ საკუთარი ზეთისხილის ბაღებითა და ზეთის წარმოებით არ შემოიფარგლება. ის ყველა იმ ადამიანსა თუ ორგანიზაციას ეხმარება და კონსულტაციას უწევს, რომელიც ზეთისხილის გაშენებას და ამ დარგის აღორძინებაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს. ადგილზე ეცნობა ზეთისხილის განაშენიანების პროცესს -ამ სფეროში გამოცდილი ადამიანის რჩევები და უბრალოდ გვერდში დგომა ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარებაა დამწყებთათვის.
ასე, რომ თუ აპირებთ ქართული ზეთისხილის აღორძინებას, თუ გეგმავთ ამ უძველესი და მისტიურ-ღვთიური კულტურის გაშენებას, არ დაიზაროთ, ეწვიეთ გიორგი სვანიძის ზეთისხილის ბაღებს სიღნაღში, მიიღეთ რჩევები და ნახეთ ადგილი, საიდანაც ახალი ქართული ისტორია იწყება - ისტორია, თუ როგორ გახდა საქართველო მსოფლიოში ზეთისხილის მესამე ჰაბი.
ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო 2019 წელს შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 97%-ია. მისმა აქტიურობამ ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ 2019-2021 წლებში გიორგი სვანიძე საბჭოს პრეზიდენტად ორგზის აირჩიეს. სწორედ საბჭოს პრეზიდენტობის დროს დაამკვიდრა მან "ზეთისხილის მსოფლიო დღე~. დღეს ბატონი გიორგი სვანიძე საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.
22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. მადრიდში იმყოფებოდა ბატონი გიორგი სვანიძე, რომელიც საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები გააცნო.
გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო.
„სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში: აგროჰაბი, კარფური, ფრესკოსა და სმარტში. გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. მადრიდში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო ოფიციალურად დასახელდა ორგანიზაციის პრეზიდენტად. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე იყო.
„მოხარული ვარ, რომ ამ ისტორიული დღის თანამონაწილე ვარ, საქართველოს გაწევრიანება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და საბჭოს პრეზიდენტ ქვეყნად არჩევა ნიშნავს ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარების ახალ შესაძლებლობებს, როგორც საბჭოს წევრი ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოში ზეთისხილის წარმოების მასშტაბებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ასევე ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „საპარტნიორო ფონდი“ ქართული ზეთისხილის წარმოების გაფართოებისა და ექსპორტის ზრდისთვის აქტიურ ხელშეწყობას გეგმავს. განსაკუთებით ვულოცავ ამ დღეს ქართველ ზეთისხილის მწარმოებლებს, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს და წარმატებებს ვუსურვებ მას ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის უკეთ წარმოჩენისა და დარგის განვითარების საქმეში“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართული ზეთისხილის ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთანხმება ჩინეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან შედგა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინეს.
ღონისძიების შემდეგ ორგანიზაციის წინ, 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო.