სეზონურად დასაქმებული
წელი ბაზარზე
ტონა მოსავალი
სვანიძის ზეთისხილის ბაღი გაშენებულია ტარიბანას ველზე, დედოფლისწყაროში, 1500 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. საქართველოში მოწეული ზეთისხილი გამორჩეულია ზეთის მაღალი კონტენტით, ექსტრაქციის კოეფიციენტით და ორმაგი დანიშნულებით: ზეთის და მარინადის დასამზადებლად
კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძეა, გაეროს ორგანიზაცია ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ორგზის არჩეული პრეზიდენტი 2019-2020; 2020-2021 წლებში და საპატიო პრეზიდენტი. მან აგრარული სექტორის განვითარებისათვის საქართველოში ზეთისხილის კულტურა დაამკვიდრა, ფერმერების მხარდასაჭერად კი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, შექმნა პირველი ზეთისხილის სანერგე-მეურნეობა კახეთში, რომლის დახმარებითაც დღეს უკვე ადგილობრივ ფერმერებსაც მოჰყავთ ზეთისხილი და კომპანიის საწარმოში აბარებენ, სადაც ხდება ზეთისხილის პროდუქტების გადამუშავება და წარმოება.