SvanidzeOlive.ge 032204949 info@SvanidzeOlive.ge
მისამართი

#11 ი. გრიშაშვილი, თბილისი

დაგვიკავშირდით

511 41 77 77

info@svanidzeolive.ge

გამოგვიწერეთ
ბერძნული სალათი

ბერძნული სალათი

8 დეკ 2023
  • 1 ჭიქა ზეთისხილის ზეთი
  • 1 ცალი დიდი ლიმონი
  • 3 ჩ/კ ორეგანო (თავშავა)
  • 2 კბილი ახლად დაქუცმაცებული ნიორი
  • 1 ჩ/კ გამხმარი რეჰანი
  • 2 ჩ/კ წითელი ღვინის ძმარი
  • 1⁄2 ჩ/კ მარილი (ან გემოვნებით)
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1⁄2 ჩ/კ შავი პილპილი (ან გემოვნებით)
  • 1 ცალი დიდი სალათის ფურცელი
  • 3 ცალი პატარა პომიდორი
  • 1 ცალი კიტრი
  • 1 თავი წითელი ხახვი
  • 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 200 გრამი ფეტას ყველი
  • 1 ჭიქა ზეთისხილი
  1. ათქვიფეთ ზეთისხილის ზეთი ლიმონის წვენთან (დაწურვამდე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე), 2 ჩაის კოვზ გამხმარ ორეგანოსთან, ნიორთან, გამხმარ რეჰანთან, 2 ჩაის კოვზ წითელი ღვინის ძმართან, შაქართან და მარილთან ერთად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას (საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ ორეგანო ან ლიმონის წვენი). შეაზავეთ ახალი დაფქული შავი პილპილით. გააჩერეთ მაცივარში ორიოდე საათი, რომ არომატები კარგად შეერიოს ერთმანეთს.
  2. მოათავსეთ დაჭრილი სალათის ფურცელი, გრძლად დაჭრილი პომიდორი, გათლილი თესლგაცლილი და დაჭრილი კიტრი, ფენებად დაჭრილი წითელი ხახვი, თესლგაცლილი და რგოლებად დაჭრილი მწვანე ბულგარული წიწაკა, დაფშვნილი

ფეტას ყველი და ზეთისხილი დიდ თასში. მოასხით საკმაზი და აურიეთ. სურვილის შემთხვევაში მირთმევამდე გააჩერეთ სალათი ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით ან შედგით მაცივარში 1 საათით (ამ შემთხვევაში რამდენჯერმე აურიეთ)

მსგავსი რეცეპტები

თევზი შეფ გურამისგან
14 დეკ 2023

თევზი შეფ გურამისგან

თევზი შეფ გურამის ბაღდოშვილისგან

სრულად ნახვა
სალათი შეფ ლევანისგან
26 თებ 2024

სალათი შეფ ლევანისგან

სალათი შეფ ლევან კობიაშვილისგან

სრულად ნახვა