როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის ხარისხი საკმაოდ მაღალია.
როგორც ცნობილია, ქართული ზეთი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.
2016 წლის 26 მარტს, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში “სვანიძის ზეთისხილი“ -ს გადამამუშავებელი პირველი ქარხანა გაიხსნა.
ზეთისხილის საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
კომპანიამ “სვანიძის ზეთისხილი“ მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, რის შედეგედაც 300 ჰექტარზე ზეთისხილის პლანტაცია (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.