SvanidzeOlive.ge 032204949 info@SvanidzeOlive.ge
მისამართი

#11 ი. გრიშაშვილი, თბილისი

დაგვიკავშირდით

511 41 77 77

info@svanidzeolive.ge

გამოგვიწერეთ
ზეთისხილის საერთაშორისო რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია მადრიდში

ზეთისხილის საერთაშორისო რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია მადრიდში

26 დეკემბერი 2023

26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა, რომელიც საქართველოში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ორგზის არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ დაამკვიდრა.

22-23 ნოემბერს მადრიდში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ რიგით 61-ე სხდომა და 118-ე პლენარული სესია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები და წარმომადგენლები კერძო სექტორიდან. საბჭოში საქართველოს ზეთისხილის მწარმოებლებს წარმოადგენს გიორგი სვანიძე, რომელიც ღონისძიებას დაესწრო, სიტყვით წარდგა და გააცნო საბჭოს წევრებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ზეთისხილის წარმატებული პროექტები და დარგის განვითარების არსებული და სამომავლო გეგმები.

გიორგი სვანიძემ მიულოცა ზეთისხილის მსოფლიო დღე საზოგადოებას, სამთავრობო წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, მინისტრებსა და სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ზეთისხილის სექტორის გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და მიღწევებზე იმსჯელეს და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.

გიორგი სვანიძის ინიციატივით საქართველო შეუერთდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) 2019 წლიდან, რომელიც ზეთისხილის მწარმოებელ 46 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიოს ბაზრის 94%-ია. გიორგი სვანიძე თავად ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2021 წლებში, დღეს კი საპატიო ელჩის წოდებით აგრძელებს ქვეყნის წარდგენას საბჭოში.

გიორგი სვანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში დანერგილი ზეთისხილის კულტურა, რომლის საქმიანობის უნიკალურობა მდგომარეობს ზეთისხილის კულტურის საქართველოში შემოტანასა და დანერგვაში. ზეთისხილით პრემიუმ ხარისხის ზეთისა და მარინადის პროდუქტების წარმოების გარდა, ამ უდიდესი წამოწყების საფუძველი საქართველოს აგრარული სექტორის ხელშეწყობა, რეგიონის განვითარება და ქართველი ფერმერების გაძლიერება იყო. „სვანიძის ზეთისხილის“ წარმოება მოიცავს 100%-ით ბუნებრივ, ექსტრა ვირჯინ ზეთისხილის ზეთს და მარინადებს, რომელიც საქართველოში მიღებული ზეთისხილის მოსავლიდან იწარმოება. ზეთისხილის პროდუქცია „სვანიძის“ ბრენდირებითაა ბაზარზე წარმოდგენილი, პროდუქცია ხელმისაწვდომია საქართველოს ქსელურ მარკეტებში, აგროჰაბში, კარფურში, ფრესკოსა და სმარტში.

გიორგი სვანიძის მიერ ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ექსპორტი და ქსელების მასშტაბურად ათვისება მიმდინარე წლის და სამომავლო გეგმებშია.