საქართველოში ზეთისხილის კულტურის განვითარება 2009 წლიდან პირველი ბაღის გაშენებით გიორგი სვანიძის მიერ, მის მშობლიურ სოფელ მაშნაარში, კახეთში დაიწყო, რომელიც დღეს 1500 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს კახეთის რეგიონში
საქართველო ჩვენი ინიციატივით "ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს" (IOC) წევრი ქვეყანა გახდა. საბჭოს წევრობა საქართელოს წარმოაჩენს, როგორც პრემიუმ ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანას მსოფლიოში. თავად გიორგი სვანიძე კი ამ საბჭოს ორგზის არჩეული პრეზიდენტი გახდა 2019-2020; 2020-2021 წლებში და დღეს საპატიო პრეზიდენტის წოდებას ამაყად ატარებს.
"ქართული ხარისხის" ნიშნის მატარებელი ზეთისხილის პროდუქცია იწარმოება IOC-ის სტანდარტების შესაბამისად საქართველოს პირველ ზეთისხილის გადასამუშავებელი საწარმოში